loader

რა შემთხვევაშია დასაშვები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაშია დასაშვები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა

"განსაკუთრებულ შემთხვევებში" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტს, შესაძლებელია სტატუსი მოეხსნას. საკანონმდებლო ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკუთვნის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

რა შემთხევავაში არის დასაშვები კულტურული ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა - ამ საკითხთან დაკავშირებით, ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ განმარტება გააკეთა.

"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ ისტორიული თუ კულტურული ღირებულება დაკარგა, რომლის აღდგენაც შეუძლებელია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს" - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად