loader

აეროპორტში მგზავრს ჩემოდანში 121 ცოცხალი გველი უპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აეროპორტში მგზავრს ჩემოდანში 121 ცოცხალი გველი უპოვეს

შანხაის აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრი ჩემოდნით გველების საზღვარზე გადატანას ცდილობდა. ტვირთის სკანირების დროს აეროპორტის თანამშრომლებმა ეკრანზე უჩვეულო გამოსახულება დაინახეს და ჩემოდნის გახსნა გადაწყვიტეს. თანამშრომლების გაოცებას და შიშს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემოდანში ყუთებში მოთავსებული ათობით გველი აღმოაჩინეს. "ტერარიუმის" მფლობელი სასაზღვრო პოლიციას დიდხანს უმტკიცებდა, რომ ქვეწარმავლები არა ნამდვილი, არამედ რეზინის სათამაშო იყო.

საერთო ჯამში, ჩხრეკისას 21 პატარა ყუთი აღმოაჩინეს, რომელშიც 121 სხვადასხვა გველი იყო. გაირკვა, რომ ქვეწარმავლები სიეტლიდან ჰონგკონგში გადმოიყვანეს, საიდანაც კონტრაბანდისტი შანხაიში აპირებდა მათ გადაყვანას. დამნაშავე ამჟამად დაკავებულია.