loader

ბაჩო ახალაია ციხიდან სასამართლომდე მხარდამჭერების კოლონამ მიაცილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაია ციხიდან სასამართლომდე მხარდამჭერების კოლონამ მიაცილა

ე.წ. მატროსოვის ციხიდან სააპელაციო სასამართლომდე ბაჩო ახალაია მხარდამჭერების კოლონამ მიაცილა. კოლონა ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან მას შემდეგ დაიძრა, რაც ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილით ციხიდან გამოიყვანეს.

ადგილზე შეკრებილნი იყვნენ ახალაიას მხარდამჭერები და ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები. როგორც "თავისუფალი ზონის" წევრმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გირშელ ბართაიამ განაცხადა, დღევანდელი კოლონის მობილიზება მოხდა იმ მხარდამჭერების მიერ, ვინც მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

დღევანდელ პროცესზე განიხილება პროკურატურის საჩივარი, რომლის მიხედვითაც, გასაჩივრებულია საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული პირების მიმართ.

კოლონის მხარდამჭერებთან ერთად, მატროსოვის ციხესთან იმყოფებოდა ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.