loader

რა მოთხოვნებით გაიფიცნენ რკინიგზის თანამშრომლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოთხოვნებით გაიფიცნენ რკინიგზის თანამშრომლები

დღეს დილიდან სალოკომოტივო დეპოს 50-მდე თანამშრომელი აფრიკაში მდებარე დეპოში შეიკრიბა. მათი გაფიძვის მიზეზი სამი ძირითადი მოთხოვნაა - დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება, ნამსახურების წლების მიხედვით ხელფასის გაზრდა და მე-13 ხელფასი.

სალოკომოტოვო დეპოს გაფიცულ თანამშრომლებსა და "საქართველოს რკინიგზის" მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექტორის მოადგილეს, გია ყრუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გაფიცვა შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან იყოს კავშირში. გაფიცულებმა ყრუაშვილს მოუწოდეს, რომ ნუ აიგივებს ამ აქციას "ნაციონალურ მოძრაობასთან".

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რკინიგზელთა ნაწილის გაფიცვას ბათუმის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ხაშურის რკინიგზის თანამშრომლები შეუერთდნენ.