loader

"სამინისტროს თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებიან" - სერგეენკო უსახლკაროთა აღწერაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამინისტროს თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებიან" - სერგეენკო უსახლკაროთა აღწერაზე

უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა.

"სოციალურად დაუცველების, კომპაქტურად დასახლებულების ან შენობაში შეჭრილების 30-40%, ჩვენი აღწერით ე.წ არაკეთილსინდისიერი ადამიანია, რომელსაც აქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ცდილობს "ხელი მოითბოს". ამიტომ ვატარებთ მონიტორინგს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, 6 ათასიდან გამოგვეყო ათასი ყველაზე გაჭირვებული. პირველ რიგში სწორედ მათ უნდა დავეხმაროთ, რადგან შეუძლებელია პირველ ეტაპზე ყველა უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. აღწერაში ხელს გვიშლის ის, რომ როცა მიდიან სამინისტროს თანამშრომლები ანკეტირების ჩასატარებლად, ეს არაკეთილსინდისიერი ადამიანები ხვდებიან აგრესიით, ფიზიკურად უსწორდებიან და აგდებენ" - აღნიშნა დავით სერგეენკომ საუბრისას.

იხილეთ "რეზიუმე" სრულად