loader

დუშეთის რაიონში, ერთ-ერთ გვირაბში, დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუშეთის რაიონში, ერთ-ერთ გვირაბში, დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა იპოვეს

საქართველოს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოს მიმდებარედ, რკინიგზის მშენებლობისთვის გაყვანილ გვირაბში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

სულ ამოღებულია: 5 ყუმბარმტყორცნი, ე.წ. მუხა, "კალაშნიკოვის" სისტემის 4 ავტომატი, ავტომატის 14 მჭიდი, ავტომატის 1047 საბრძოლო ვაზნა, ტყვიამფრქვევის 127 ვაზნა ლენტით, 1 კონტეინერი 5,45 მმ-იანი კალიბრის ვაზნები, ტყვიამფრქვევ "დე-შე-კა"-ს 1 ვაზნა, "ეფ-1"-ის ტიპის 8 ხელყუმბარა და "ერ-გე-დე-5"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, 2 დეტონატორი, 1 მეტალის ზონარი ბოლოში სახრახნით, კამუფლირებული 1 ჩანთა, მჭიდების ჩასადები 1 ჟილეტი, მჭიდების მოსათავსებელი 1 ჩანთა, 1 ცალი მომწვანო ფერის ცილინდრისებური მეტალის საგანი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).