loader

"ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავის აღნიშვნა რიყის პარკში იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავის აღნიშვნა რიყის პარკში იგეგმება

"ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავის აღნიშვნა რიყის პარკში იგეგმება. ამასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, მალხაზ ფიროსმანიშვილმა და ვახო ბაბუნაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

მალხაზ ფიროსმანიშვილის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფში შედიან როგორც მუსიკოსები, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, "პროპატრია", "პროფესიონალთა კლუბი", "ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის". 23 ნოემბრის აღსანიშნავად, საინიციატივო ჯგუფი ყვავილების, ნახატებისა და ფოტოგამოფენის ორგანიზებას გეგმავს. ასევე, დაგეგმილია სხვა სამოქალაქო აქტივობებიც; ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.

ვახო ბაბუნაშვილის თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, ვინ მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში. რაც შეეხება ღონისძიების ფინანსურ უზრუნველყოფას, საინიციატივო ჯგუფის წევრები ჯერჯერობით პირადი სახსრების გამოყენებას გეგმავენ. ასევე, აპირებენ ბანკში ანგარიშის გახსნას, სადაც ღონისძიებისთვის შემოწირულობების მიღება შეეძლებათ.