loader

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს შენობაში საქართველოს პირველი შს მინისტრის ბიუსტი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს შენობაში საქართველოს პირველი შს მინისტრის ბიუსტი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს შენობაში ნოე რამიშვილის ბიუსტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე. გახსნის ცერემონიას ნოე რამიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ნოე რამიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი იყო. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შს მინისტრის თანამდებობაზე 1918 წელს დაინიშნა. თანამედროვეები მას "რკინის მინისტრს" უწოდებდნენ.

ბიუსტის გახსნასთან ერთად გაიმართა შსს-ს არქივის მიერ მომზადებული პრეზენტაცია წიგნისა "მე-20 საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები".

წიგნის ავტორებმა - შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა და შსს-ს არქივის თანამშრომელმა ივანე ჯახუამ წიგნი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადეს. მსგავსი ტიპის ნაშრომი პირველად გამოიცა.