loader

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს თანამშრომლებს ბინები გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს თანამშრომლებს ბინები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს 10 თანამშრომელს და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული თანამშრომლის ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

დღესვე მინისტრმა 477 თანამშრომელი დააჯილდოვა. შსს-ს სტრუქტურაში 20 და მეტი წლის ნამსახურეობის მქონე თანამშრომლებიდან 171 უმწიკვლო სამსახურისთვის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, ხოლო 306 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადაეცა.

შსს-ს ცნობით, მინისტრის ინიციატივით, ახალი ბინები მიიღეს შსს-ს იმ თანმშრომლებმა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას წარჩინებით ასრულებდნენ და სოციალური მდგომარეობის გამო საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდათ.

ახალი ბინა გადაეცა აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ მამუკა კომახიძეს, რომელსაც 21 სექტემბერს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა. პოლიციელმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მხოლოდ ტაბელური იარაღისა და შსს-ს თანამშრომლის მოწმობის გამოტანა შეძლო. პოლიციის თანამშრომელმა ბინა ბათუმში სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიიღო.

მინისტრმა საცხოვრებელი ბინა ასევე 12 ოქტომბერს სამეგრელოში, სოფელ ხორგაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დავით დემურიას ოჯახს - მეუღლეს ირმა ჯაიანს და შვილს - ნიკოლოზ დემურიას გადასცა.