loader

ყაზანის ავიაკატასტროფის დოკუმენტური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაზანის ავიაკატასტროფის დოკუმენტური კადრები

ყაზანში სამგზავრო "ბოინგ 737"-ის აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შვილი ირეკ მინიხანოვი და ქვეყნის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ანტონოვი აღმოჩნდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო "ბოინგ 737"-ის ჩამოვარდნის მიზეზად ხუთი ვერსია განიხილება, თუმცა, როგორც რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტერაქტის ვერსია გამორიცხულია.

ყაზანში ავიაკომპანია "თათარსტანის" კუთვნილი "ბოინგ 737"-ის აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავის ბორტზე 44 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდნენ.

იხილეთ ასევე: პირველი კადრები ყაზანის აეროპორტიდან, სადაც Boeing-737-მა ავიაკასტროფა განიცადა