ამერიკის შტატებს გამანადგურებელი ტორნადო დაატყდა თავს
ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს ამერიკის დასავლეთში. 40-მდე პირი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. ილინოისის შტატში ტორნადომ დასახლებულ პუნქტებს სერიოზული ზიანი მიაყენა. მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს. ტორნადომ დიდი ზიანი მიაყენა ასევე ინდიანას, აიოვას, მიჩიგანის, მისურის, ოჰაიოს და ვისკონსინის შტატებს.
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით