კოტე კუბლაშვილი მოსამართლეთა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილოა და ეჭვობს, რომ აღნიშნულის გამო საქმეების განხილვა გაჭიანურდება.
როგორც კუბლაშვილმა საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დღეისთვის მათ სულ მცირე, 20 ახალი მოსამართლე ესაჭიროებათ, საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული შედეგი სასამართლო სისტემისთვის არ არის მისაღები, ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ საქმეების განხილვა გაჭიანურდეს.