loader

რა ნაკლი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ნაკლი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს?

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემი მუშაობის დროს არავითარი ჩავარდნა არ გვქონია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობა ირონიული ღიმილითა და ტაშით შეხვდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ შს ყოფილ მინისტრს მისი მინისტრობის დროს დაშვებულ ჩავარდნაზე ჰკითხა: "რაიმე ნაკლი თუ გაგაჩნდათ?" - რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა: "ნაკლი მაქვს, ველოსიპედი არ მიყვარს". ამას უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, პავლე კუბლაშვილის რეპლიკა მოჰყვა: "ველოსიპედით სიარული რა, გრეხია?!" - რაზეც თავად გოგა ხაჩიძემ უპასუხა: "უფროსის "შუტკაა" და იმეორებენ".

ასევე იხილეთ:
გიორგი ბარამიძემ ირაკლი ღარიბაშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა