loader

გიორგი ბარამიძემ ირაკლი ღარიბაშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ბარამიძემ ირაკლი ღარიბაშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა

როცა გირგვლიანის მკვლელები გამოუშვეს, მე საჯაროდ გავაკრიტიკე მიხეილ სააკაშვილი - უთხრა პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრა უმცირესობის წევრებსა და პრემიერობის კანდიდატს შორის კამათში გადაიზარდა. გიორგი ბარამიძე ირაკლი ღარიბაშვილის ტონმა გააღიზიანა: "თქვენ იმყოფებით პარლამენტში და არა ბალაგანში", - მამართა მან პრემიერობის კანდიდატს დარბაზიდან.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა უმცირესობის წევრებს წლების განმავლობაში "ხმის ამოუღებლობის" გამო უსაყვედურა, რის გამოც ბარამიძემ მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ასევე იხილეთ:
რა ნაკლი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს?