loader

სანაპიროზე 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანაპიროზე 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე უბედური შემთხვევა მოხდა. გზაზე "ოპელის" მარკის ავტომობილით მოძრავი 60 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ექიმების განცხადებით, ადგილზე მისულებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა აცხადებს, მამაკაცს გული აწუხებდა. მისივე ინფორმაციით, დაღუპული ნუცუბიძის ერთ-ერთ სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი იყო.

გარდაცვლილს, სავარაუდოდ, პროზექტურაში გადაასვენებენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე