loader

"სააკაშვილი და გოროზია დადიანების სასახლის ეზოში სასტუმროს აშენებას აპირებდნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილი და გოროზია დადიანების სასახლის ეზოში სასტუმროს აშენებას აპირებდნენ"

ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" წევრის, კახა მიქაიას ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში სასტუმროს აშენებას აპირებდნენ.

მიქაიას თქმით, 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა ზაზა გოროზიას დაავალა, რუსეთიდან ჩამოეყვანა ბიზნესმენი ლევან ქარდავა და დადიანების სასახლის ეზოს ნაწილი ეყიდა. მისივე განმარტებით, იმ დროს სასახლის ეზოს ეს ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ტერიტორიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან ერთად, სამინისტრო განკარგავდა.

"ლევან ქარდავამ ათასი კვადრატული მეტრის მიწის ფართობი შეისყიდა. მიხეილ სააკაშვილი და გოროზია ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას აპირებდნენ", - აღნიშნა მიქაიამ, რომელიც დადიანების სასახლის ტერიტორიის ნაკრძალად გამოცხადების ინიციატივით გამოდის.