loader

ყირიმის ცაზე უჩვეულო ნათება დააფიქსირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყირიმის ცაზე უჩვეულო ნათება დააფიქსირეს

ყირიმში ქუჩის სათვალთვალო კამერებმა ცის უჩვეულო ნათება დააფიქსირა. გამთენიისას, დაახლოებით 03:50 საათზე, ცა რამდენიმე წამით ძლიერად განათდა.

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ცა ჩამოვარდნილმა მეტეორმა გაანათა, რომელიც კასტელის მთებისკენ გადაადგილდებოდა და მიწაზე დაცემამდე აფეთქდა. მოსახლეობის ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო.

უკრაინელი ექსპერტები ყირიმის მეტეორს ჩელიაბინსკელ "კოლეგას" ადარებენ, რომელიც რუსეთში თებერვალში ჩამოვარდა. ციური სხეული ჩელიაბინსკში იმ შენობას დაეცა, სადაც საწარმოო ნარჩენები ინახებოდა. აფეთქებამ ირგვლივ შენობები დააზიანა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.