loader

მოსკოვის მეტროში ახალგაზრდა დასვრილი ტანსაცმლის გამო სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის მეტროში ახალგაზრდა დასვრილი ტანსაცმლის გამო სცემეს

მოსკოვის მეტროში მიგრანტების ცემა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. 21 ნოემბერს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ათეულობით მგზავრის თვალწინ კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ცემის მიზეზი დასვრილი ტანსაცმელი გახდა.

თავდაპირველად ახალგაზრდამ მის გვერდით მჯდომ მამაკაცს, სხვა სკამზე გადაჯდომა მოსთხოვა, რადგან მისმა დასვრილმა ტანსაცმელმა შეაწუხა, შემდეგ კი თავს დაესხა და ცემა დაუწყო. მოძალადეს კიდევ ორი მამაკაცი შეუერთდა. ცემის შემდეგ, ერთ-ერთ სადგურზე ვაგონიდან გაათრიეს ახალგაზრდა, რომელიც თვითმხილველთა თქმით, მიგრანტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ინცინდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, მათ შორის პოლიელები, რომლების თვალწინაც თავდამსხმელებმა ვაგონიდან გაათრიეს მსხვერპლი, დამნაშავეების მიმართ საქმე არ აღძრულა.


ასევე იხილეთ:

მოსკოვის მეტროში მამაკაცს მგზავრების თვალწინ ესროლეს

"მოკალით! წინ, რუსებო!" - როგორ უსწორდებიან მოსკოვის მეტროში არარუსებს