loader

ირაკლი ალასანიას ახალი მოადგილე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიას ახალი მოადგილე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილია

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ალასანიამ მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე ბატიაშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. ბატიაშვილს დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. მან თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე შეცვალა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე ბატიაშვილი კურირებას გაუწევს ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს. ასევე, მის საკურატორო სფეროში სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი იქნება.