ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი Huawei-ის youtube-ის ოფიციალურ გვერდზე, ბრენდის უახლესი მოდელის Huawei Ascend Mate-ის სარეკლამო რგოლი გავრცელდა, რომელიც ჩვენ ყურადღებას ერთი დეტალით იქცევს - ვიდეოში თბილისის საკმაოდ ცნობილ ხედებს მოკრავთ თვალს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეკლამა რუსულენოვანია და სავარაუდოდ, სწორედ რუსული ბაზრისთვისაა გადაღებული, თუმცა როგორ მოხვდა თბილისის კადრები ჩინური ბრენდის რუსულენოვან რეკლამაში, უცნობია.