loader

დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატია

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანია დასახელდა. კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა გუშინ, 22 ნოემბერს გაიმართა.

შეხვედრაზე კოალიციის ლიდერებმა თვითმმართველობის რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანია დასახელდეს, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია. თავად ნარმანია ადასტურებს ამ ფაქტს და კოალიციას ნდობისთვის მადლობას უხდის.

"ქალაქში გამოყოფილ 41 პრობლემას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით", - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით ნარმანიამ.