loader

დაჭრილ სამხედროებს "შატო მუხრანში" უმასპინძლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჭრილ სამხედროებს "შატო მუხრანში" უმასპინძლეს

"ჯარის მეგობართა საზოგადოების" ფორმატის ფარგლებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მორიგი ღონისძიება გაიმართა.

კომპანია "შატო მუხრანმა" 2008 წლის აგვისტოს ომში სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა. სამხედროებთან ერთად, ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა ღვინის მარნები დაათვალიერეს და კომპანიის მიერ წარმოებული ქართული ღვინოებისა და სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმლის დამზადების ტექნოლოგიებს გაეცნენ. მოგვიანებით მათ კომპანიის ტერიტორიაზე მდებარე საჯინიბოც დაათვალიერეს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე