loader

"ის მთლად შეშლილი არ არის, ამაზე უნდა ეფიქრა" - აშშ-ის ყოფილი ელჩი სააკაშვილის მთავარ შეცდომებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის მთლად შეშლილი არ არის, ამაზე უნდა ეფიქრა" - აშშ-ის ყოფილი ელჩი სააკაშვილის მთავარ შეცდომებზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი "ვარდების რევოლუციის" პერიოდს, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილების შესაძლებლობებს და 10-წლიანი მმართველობის შემდეგ რევოლუციური მთავრობის მარცხს აფასებს. რიჩარდ მაილსთან ინტერვიუ "ამერიკის ხმამ" ექსკლუზიურად ტელეკომპანია "იმედის" ახალი გადაცემა "პანორამასთვის" ჩაწერა. მაილსი საქართველოში დიპლომატიური მისიით 2002-05 წლებში იმყოფებოდა.

რა იყო სააკაშვილის მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომები - ამერიკელი დიპლომატი სააკაშვილის ყველაზე დიდ შეცდომად მოუთმენლობას ასახელებს. "მას სურდა ქვეყნისთვის საკუთარი ნიშანი დაედო. ამიტომ აშენებდა პროექტებს, რომლებსაც ეკონომიკური დანიშნულება არ ჰქონდა, თუმცა ქვეყანას დიდძალი ფული უჯდებოდა. დიდი შეცდომა იყო მისი მოუთმენლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით. მან ვერ შეძლო კარგი ურთიერთობის დამყარება რუსეთთან, ვერც სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და მზად იყო, ძალა გამოეყენებინა ამ მიზნის მისაღწევად. ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იყო" - აღნიშნავს მაილსი.

აშშ-ის ყოფილი ელჩის მოსაზრებით, საქართველოს შეეძლო თავიდან აეცილებინა 2008 წლის აგვისტოს ომიც. "არ ვიცი, ეს ადამიანი რას ფიქრობდა. მიუხედავად პროვოკაციების დონისა, რომელიც რუსული მხრიდან მოდიოდა, ამ კონფლიქტში ისე შესვლა, როგორც ეს მან გააკეთა, პოლიტიკური სიგიჟე იყო. ალბათ იფიქრა, რომ წარმატების მიღწევის შანსი ჰქონდა, ან აშშ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, არ გააკეთებდა. ის მთლად შეშლილი არ არის და ამაზე უნდა ეფიქრა. მის მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი გადადგებოდა და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა. რა მიზეზით დარჩა თანამდებობაზე, არ ვიცი, ეს არ არის ნორმალური" - ამბობს ექსკლუზიურ ინტერვიუში რიჩარდ მაილსი.