loader

ინტერვიუს დროს ბავშვების უკან ჭურვი აფეთქდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერვიუს დროს ბავშვების უკან ჭურვი აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ადგილობრივი მედიის ჟურნალისტი ბავშვებს ესაუბრებოდა, როდესაც მათგან რამდენიმე ათეულ მეტრში საარტილერიო ჭურვი აფეთქდა. კადრში ისმის ძლიერი აფეთქების ხმა, ყველაფერი კვამლით იფარება, პატარები კი თავშესაფრისკენ გარბიან.

სირიელი ბავშვები ჟურნალისტს იმაზე ესაუბრებოდნენ, თუ რა კვალი დაატყო მათ და მათ ოჯახებს სამოქალაქო ომმა; ასევე, უყვებოდნენ იმ მძიმე ისტორიების შესახებ, რომელთა თვითმხილველები თავად გახდნენ.