loader

მიუსაფარი ადამიანები ცივი ზამთრის მოლოდინში - თავშესაფრის იდეა უსახლკაროებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიუსაფარი ადამიანები ცივი ზამთრის მოლოდინში - თავშესაფრის იდეა უსახლკაროებისთვის

უსახლკარო ადამიანებს ქუჩაში დღეს მრავლად შეხვდებით. შიმშილი და სიცივე მათი ცხოვრების ნაწილია. მათ ყოველდღიურად გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.

გარეთ დარჩენილ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს ყველაზე მეტად ზამთარი აშინებთ, რადგან ამ დროს შიმშილზე მეტად სიცივე აწუხებთ. ზამთრის ცივ დღეებში მიუსაფარი ადამიანების გარდაცვალების და მოყინვის შემთხვევებიც ხშირია.

თავშესაფრის მშენებლობის იდეა ფონდ "კასცის" ხელმძღვანელ მერაბ ხიდაშელს უკვე რვა წელია აქვს, თუმცა მისი განხორციელება სხვადასხვა მიზეზის გამო დღემდე ვერ მოახერხა. იგი გლდანში ჰოსტელის ტიპის თავშესაფრის აშენებას გეგმავს, რომელიც 150-ზე მეტ ადამიანზე იქნება გათვლილი. აქ მობინადრეებს საჭმლით, ტანსაცმლით და ღამის გასათევით უზრუნველყოფენ.

უსახლკაროთა თავშესაფრის აშენებისთვის მზადყოფნას უკვე წლებია გამოთქვამს თბილისის მერიაც, თუმცა ფაქტი სახეზეა - ეს ადამიანები ისევ ქუჩაში რჩებიან.

ასევე იხილეთ: ეს ადამიანი ერთ დროს იყო... - მოხუცები, რომლებიც არ გვახსოვს

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე