loader

ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო მისაღები გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო მისაღები გახსნა

თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო მისაღები გაიხსნა, რომელიც ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. ღონისძიებას საზოგადოებისა და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის, ბიზნესმენები: მამუკა ხაზარაძე, ლევან ვასაძე, მსახიობი კახი კავსაძე.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სამოქალაქო მისაღები მოქალაქეებს, ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, ვეტერანებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მოემსახურება. მათ თავდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დახმარებას აღმოუჩენენ.

თავდაცვის უწყების სამოქალაქო მისაღების ფუნქციებშია მოქალაქეთა წერილების ჩაბარება, აღრიცხვა, გადამისამართება. მოქალაქეთა მოთხოვნებზე დროულად რეაგირების ზედამხედველობა. ამასთან, მისაღების თანამშრომლები მოქალაქეებს სხვადასხვა სოციალურ საკითხსა და მათი გადაჭრის გზებზეც გაუწევენ კონსულტაციებს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე