X
რა საფრთხეებს უნდა ელოდოს საქართველო უახლოესი ერთი წელი
19:27 / 28-11-2013
ასე ახლოს ევროპასთან არასდროს მივსულვართ, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "პალიტრა TV"-ს გადაცემა "ემას შოუში" ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე საუბრისას. როგორც ალასანიამ განმარტა, ის, რომ "კავკასიური ცარცის წრე" გავარღვიეთ და გავხდით ევროპული ოჯახისკენ გზის ნაწილი", ბოლო 25 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგია.

რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებს, ირაკლი ალასანიას თქმით, წარმატებასთან ერთად ქვეყნისთვის გამოწვევები და საფრთხეები იზრდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა,

იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია, ვერ ხედავს სამხედრო აგრესიის შანსებს, მაგრამ ნათლად და ცხადად ხედავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ქვეყნის შიგნით კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის შექმნა ნატოს შესახებ. ამისთვის, ალასანიას აზრით, მთელი საზოგადოება და სახელმწიფო მობილიზებული უნდა იყოს, რომ არ დაუშვას მსგავსი საფრთხეები.

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი: "ემას შოუ" - სტუმარი: ირაკლი ალასანია

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა