loader

ცნობილი სახეების ავტო-ფეხბურთი - "აუტო ბილდის" გრანდიოზული შოუ "ვარდების მოედანზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი სახეების ავტო-ფეხბურთი - "აუტო ბილდის" გრანდიოზული შოუ "ვარდების მოედანზე"

საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს. ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოსა" და კომპანია "ვისოლის" ერთობლივი პროექტი წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას ისახავს მიზნად.

შაბათს, 30 ნოემბერს "ოქროს საჭე 2013"-ის ფარგლებში "ვარდების მოედანზე" გრანდიოზული შოუ იგეგმება. კონკურსს გერმანული ბრენდი "ფოლკსვაგენი" უერთდება. 14:00 საათზე მოედანზე შეკრებილი ავტომოყვარულები სახალისო შოუს იხილავენ. გაიმართება საავტომობილო შეჯიბრი, რომელშიც ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსის კულმინაცია კი ავტომობილებით საფეხბურთო კარში გოლის გატანა იქნება.

"ოქროს საჭე 2013"-ში მონაწილეობას წლის საუკეთესო ავტომობილები იღებენ, რომლებიც 6 კლასში არიან გადანაწილებულნი. ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიის" საიტებზე - www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, www.sportall.ge, ასევე "ვისოლის" ვებგვერდზე და ფეისბუქით არის შესაძლებელი.

ხმის მიცემა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება.