loader

"ფოლკსვაგენის" მხარდამჭერი ღონისძიება "ოქროს საჭე 2013"-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფოლკსვაგენის" მხარდამჭერი ღონისძიება "ოქროს საჭე 2013"-ზე

საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს. ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოსა" და კომპანია "ვისოლის" ერთობლივი პროექტი წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას ისახავს მიზნად. ამჯერად "ოქროს საჭე 2013"-ის ფარგლებში "ვარდების მოედანზე" "ფოლკსვაგენის" მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.

საავტომობილო შეჯიბრში მონაწილეობა ცნობილმა სახეებმა მიიღეს, მათ VOLKSWAGEN CC-თი სხვადასხვა ბარიერი გადალახეს. საინტერესო და სახალისო სანახაობის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა და მონაწილეები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო დაჯილდოვება "ოქროს საჭე 2013"-ში მონაწილეობას წლის საუკეთესო ავტომობილები იღებენ. ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიის" საიტებზე, ასევე "ვისოლის" ვებგვერდზე და ”ფეისბუქით” არის შესაძლებელი. ხმის მიცემა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდება.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად

იხილეთ ასევე:

ცნობილი სახეების ავტო-ფეხბურთი - "აუტო ბილდის" გრანდიოზული შოუ "ვარდების მოედანზე"


"ფოლკსვაგენი" საუკეთესო ავტომობილების კონკურსზე - "ოქროს საჭე 2013" გრძელდება

ქალი მრბოლელები კონკურს "ოქროს საჭე 2013"-ის მხარდასაჭერად