loader

ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს მოსკოვში 7-ათასდოლარიანი მობილური მოპარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს მოსკოვში 7-ათასდოლარიანი მობილური მოპარეს

რუსული ინტერნეტ-პორტალის, lifenews.ru-ს ინფორმაციით, 3 დეკემბერს მოსკოვში საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი (троюродная сестра) ლალა ივანიშვილი გაძარცვეს.

37 წლის ივანიშვილის თქმით, მიკლუხო-მაკლაის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში იმყოფებოდა, როდესაც ჯიბიდან დაახლოებით 7 ათასი დოლარის ღირებულების Vertu-ს ფირმის მობილური ტელეფონი ამოაცალეს. მომხდარი ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა. ლალა ივანიშვილმა პოლიციაში უკვე შეიტანა განცხადება ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით.

ექსპრემიერის ბიძაშვილი ქართველმა მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ მომღერლის ამპლუით გაიცნო. 6-7 წლის წინ მისი სიმღერა "ზარი ისრაელიდან", საკმაოდ პიკანტური კლიპით, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ მუსიკალურ ტელევიზიებში.

იხილეთ კლიპი "ზარი ისრაელიდან"