loader

"პროკურატურა ინკვიზიტორების გარეშე" - არასამთავრობოები კამპანიას იწყებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პროკურატურა ინკვიზიტორების გარეშე" - არასამთავრობოები კამპანიას იწყებენ

ორგანიზაციებმა "სამოქალაქო სოლიდარობამ" და "მოქალაქემ" კამპანია, სახელწოდებით - "პროკურატურა ინკვიზიტორების გარეშე" დაიწყეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ავტორმა და "მოქალაქეს" თავმჯდომარემ, ნინო ბორჩხიძემ განაცხადა, ამ კამპანიის ფარგლებში მათი მხრიდან გამოვლენილი იქნება ყველა ის მოქმედი პროკურორი და მოსამართლე, რომლებსაც, მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული.

"სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენლის, მამუკა არეშიძის თქმით, მთავარია, რომ ეს ინფორმაციები სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს და ამაზე რეაგირება პროკურატურამ აუცილებლად უნდა მოახდინოს.