loader

ანუკი არეშიძემ საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანუკი არეშიძემ საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა

"საქმიანი ქალი ქველმოქმედებისთვის" - ოცამდე ცნობილი ქალბატონი ქველმოქმედებამ გააერთიანა. ღონისძიება, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა, სოციალურად დაუცველი ბავშვების ფსიქორეაბილიტაციის კურსების დაფინანსებას ისახავს მიზნად. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიმართა ბავშვთა სახლ "ჩემი სახლის" აღსაზრდელების ფოტოპორტრეტების გამოფენა, რომელზეც ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა იმუშავა. საქველმოქმედო ქალთა კლუბის შექმნის ინიციატივა დიზაინერ ანუკი არეშიძეს ეკუთვნის.

ქალთა კლუბში გაწევრიანებულები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო კომპანიების წარმომადგენელი ქალბატონები. საქმიანი ქალები სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ონკოლოგიური პრობლემების მქონე ქალბატონებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან.

საქველმოქმედო აქციის ბოლოს კლუბში გაწევრიანებული ქველმოქმედი ქალები წარუდგინეს საზოგადოებას. მათ სპეციალურ ბანერზე ავტოგრაფები დატოვეს. ამით კლუბში გაწევრიანება დაამტკიცეს და სხვადასხვა ადამიანისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.