loader

"ჩიჩინი ჭრის" - უგულავას აზრით, ღარიბაშვილის მთავრობა ივანიშვილისას სჯობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩიჩინი ჭრის" - უგულავას აზრით, ღარიბაშვილის მთავრობა ივანიშვილისას სჯობს

"ძალიან კარგია, რომ მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა თბილისის შემოვლითი რკინიგზის დასრულება. ამით ჩვენ დავინახეთ, რომ ჩიჩინი ჭრის", - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მთავრობის გადაწყვეტილებას, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორისთვის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე.

მისი თქმით, ამ პროცესს უნდა გაუწიონ მონიტორინგი, "იმიტომ, რომ ერთია გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტორს გაუგრძელდეს ხელშეკრულება, მეორე - თვითონ სამუშაოები დაიწყოს".

"მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ოპერატიულობის თვალსაზრისით, დღევანდელი მთავრობა, ანუ ღარიბაშვილის მთავრობა ივანიშვილის მთავრობას ჯობია, იმიტომ, რომ მთელი ერთი წელი ამას ვითხოვდით - დავსხდეთ და შევაჯეროთ ის, რაც გაკეთებულია, წყალში არ გადავყაროთ. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ერთი წელიწადი, უბრალოდ, დავკარგეთ. სწორედ ასეთმა გაჩერებულმა პროექტებმა გამოიწვია ეკონომიკის ზრდის შეჩერება" - განაცხადა უგულავამ.

ასევე იხილეთ: "ჩიჩინი ჭრის" - აქტივისტი "ნაციონალების" შეკრებაზე