loader

ირაკლი ალასანიას ორდღიანი ვიზიტი ისრაელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიას ორდღიანი ვიზიტი ისრაელში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ისრაელში დასრულდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ებრაელ კოლეგას, მოშე იაალონს შეხვდა. ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ისრაელის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საუბარი შეეხო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და თანამშრომლობას სამხედრო ინდუსტრიის სფეროში. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შემუშავდება თანამშრომლობის ერთობლივი გეგმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ისრაელის ეროვნული უშიშროების მრჩეველთან, იოსი კოენთან და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელთან, ამოს გილადთან გამართა შეხვედრები.