loader

"ამ გზაზე სიარული სიცოცხლისთვის საშიშია" - პარლამენტის თანამშრომლებს ქუთაისში ჩასვლა უჭირთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ გზაზე სიარული სიცოცხლისთვის საშიშია" - პარლამენტის თანამშრომლებს ქუთაისში ჩასვლა უჭირთ

თბილისიდან დეპუტატების ქუთაისში გასამგზავრებლად შესაძლოა ჩარტერული რეისები დაინიშნოს. როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ განაცხადა, დიდთოვლობის გამო ვითარება საკმაოდ რთულია და მიუხედავად იმისა, რომ უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, ყველაფერის გათვლა შეუძლებელია.

მისივე ინფორმაციით, გზაში გარკვეული შეფერხებებია და აპარატის თანამშრომლები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ჩადიან ქუთაისში.

როგორც მარაქველიძემ აღნიშნა, აპარატი მუშაობას გააგრძელებს, რადგან არ შეიძლება მუშაობა შეჩერდეს.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეძლებენ დეპუტატები ქუთაისში ჩასვლას, მისი თქმით, კონსიტუციაში წერია, რომ პლენარული სხდომები შეიძლება მხოლოდ ქუთაისში ჩატარდეს და შესაბამისად, სხვაგვარად ვერც იქნება.