loader

როგორი იყო 2013 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით - სახალხო დამცველის ანგარიში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იყო 2013 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით - სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, 2013-მა წელმა, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, წინა წელთან შედარებით, ნაკლებად დრამატულად ჩაიარა. სახალხო დამცველმა საზოგადოების წინაშე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" წარმოადგინა.

"2013 წელი ნაკლები დრამატულობით გამოირჩეოდა 2012 წლის მღელვარე მოვლენების შემდეგ. მართალია, მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოება ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის მტკივნეული პოლიტიკური თანაარსებობის მომსწრე იყო, მაგრამ დაძაბულობას ზოგად მდგომარეობაზე ფუნდამენტური გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციაზე უჩა ნანუაშვილმა. 

სახალხო დამცველის განმარტებით, დადებით ტენდენციად შეიძლება შეფასდეს ის, რომ 2013 წელს მკვეთრად შეიცვალა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ტენდენცია. "გარდა ამისა, დადებითი მოვლენაა, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვა ხდება. 2013 წელს შს სამინისტროს მხრიდან პირადად მოხდა მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის აღიარება, შეიქმნა ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია და წლის განმავლობაში განადგურდა 110-ზე მეტი ფაილი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს შრომის კოდექსში ცვლილებებსაც. მისი შეფასებით, ამით ამაღლდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა.