loader

"ხმამაღლა თქვა: შიდსი აქვსო"... - აივ/შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაცია საზოგადოებისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხმამაღლა თქვა: შიდსი აქვსო"... - აივ/შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაცია საზოგადოებისგან

შიდსის ცენტრის პაციენტი, პირობითი სახელით ნინო, ერთადერთი არაა, ვინც დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ხშირად აივ-დადებითი პირების სტიგმატიზირება არა მარტო საზოგადოებაში, არამედ სამედიცინო დაწესებულებებშიც ხდება.

შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმ-ლაბორანტის, იზა ბოდოკიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კლინიკები აივ-ინფიცირებულ პაციენტებს არ იღებენ ან დაინფიცირებულთა იდენტიფიცირება საჯაროდ ხდება. როგორც შიდსის ცენტრში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებებს კანონი ავალდებულებს, ნებისმიერ პაციენტს თანაბარი მომსახურება გაუწიონ, თუმცა ხშირად კანონის დამრღვევები თავად მედიკოსები ხდებიან.

საქართველოში აივ-შიდსის 4100 შემთხვევაა რეგისტრირებული, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვინაიდან სიმპტომატიკის არქონის გამო მოქალაქე ხშირად აივ-შიდსის ანალიზს არ იკეთებს და ვირუსმატარებლობის შესახებ არ იცის. რაც შეეხება წლევანდელ სტატისტიკას, შიდსის ცენტრში 460 შემთხვევა დაფიქსირდა.