loader

არაჩვეულებრივი ფოტოპროექტი, რომელმაც კიბოთი დაავადებულებს ტკივილი დაავიწყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არაჩვეულებრივი ფოტოპროექტი, რომელმაც კიბოთი დაავადებულებს ტკივილი დაავიწყა

"იცით რა მენატრება ყველაზე მეტად? სილაღე..." - ეს კიბოთი დაავადებული ახალგაზრდა ქალის სიტყვებია...

ეს არაჩვეულებრივი ფოტოპროექტი, რომელიც ფრანგულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ დაგეგმა, მიზნად ისახავდა, წამით მაინც შეემსუბუქებინათ ტკივილი ადამიანებისთვის, რომლებსაც სილაღე და უდარდელობა ავადმყოფობამ დაავიწყა...

სიმსივნის სხვადასხვა ფორმით დაავადებული 20 პაციენტი ფოტოსტუდიაში მიიწვიეს. პროფესიონალმა ვიზაჟისტებმა მათ თმა და ფერადი იმიჯი მოარგეს, თუმცა ამ საოცარ ტრანსფორმაციას პაციენტები ბოლო წამამდე ვერ ხედავდნენ. შემდეგ ისინი ცალმხრივი სარკის წინ დასვეს, რომლის უკანაც ფოტოგრაფი იდგა და ერთადერთ წამს ელოდა - უდარდელობის ერთ წამს...