loader

"თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება მიუღებელია" - შეფასებები პროკურატურის საკადრო ცვლილებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება მიუღებელია" - შეფასებები პროკურატურის საკადრო ცვლილებებზე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა ფოფხაძის შეფასებით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის განცხადება დამაჯერებლობას მოკლებულია.

როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საეჭვოა, რამდენიმე დასაქმებულ პირს სამსახურიდან წასვლის სურვილი ერთად გაუჩნდეს, თუკი ამის მიღმა მნიშვნელოვანი გარემოება და მიზეზი არ იმალება. საია-ს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, გამჭვირვალე გახადოს ის პროცესები, რაც უწყებაში მიმდინარეობს.

მთავარ პროკურატურაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლებები მიუღებელია. ამასთან, ნანუაშვილის თქმით, აღნიშნულ უწყებაში მიმდინარე პროცესების შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო.