loader

კარვებში მოთავსებულ უსახლკაროებს დილა-საღამოს ცხელი საკვები ექნებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კარვებში მოთავსებულ უსახლკაროებს დილა-საღამოს ცხელი საკვები ექნებათ

უსახლკარო პირებისთვის მოსკოვის პროსპექტის დასაწყისში დამატებით კიდევ ორი კარავი დაიდგა. ამ დროისთვის კარვებთან იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. კარვები შეიარაღებული ძალების სამხედროებმა დადგეს.

როგორც ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მზად არის კარვებში მყოფი პირები უზრუნველყონ ცხელი საკვებითაც. 

დავით ნარმანიას თქმით, დღეს იმ პირთა რაოდენობამ იმატა, რომელთაც თავშესაფარში გაჩერების სურვილი გამოთქვეს. მისივე ინფორმაციით, კარვებში ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ უსახლკაროები ნორმალურად მოთავსდნენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე