loader

ტელევიზორი ბორბლებზე - ამერიკელი დიზაინერი ახალ ავტობუსს გვთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტელევიზორი ბორბლებზე - ამერიკელი დიზაინერი ახალ ავტობუსს გვთავაზობს

ამერიკელმა დიზაინერმა ტედ ორლოვსკიმ ავტობუსების ახალი დიზაინი წარმოადგინა. ავტობუსი, სახელად უილი (Willie), ავტორის თქმით, ქალაქის პეიზაჟს შეცვლის. ტრანსპორტის კარკასზე თხევადკრისტალური დისპლეებია განთავსებული. უზარმაზარ LED-ეკრანებზე შესაძლებელია აისახოს სხვადასხვა სახის ვიზუალური ინფორმაცია - რეკლამები, მგზავრებისა და ქალაქის სტუმრებისთვის პატარა მინიშნებები და ა.შ. ძნელი სათქმელია, როგორ აისახება ავტობუსი-ტელევიზორის გამოჩენა მოძრაობის უსაფრთხოებაზე - გამოიწვევს თუ არა იგი სხვა მძღოლების ყურადღების გაფანტვას.