loader

წყალდიდობა რიო-დე-ჟანეიროში: ევაკუირებულია 2 000 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალდიდობა რიო-დე-ჟანეიროში: ევაკუირებულია 2 000 ადამიანი

გადაუღებელმა წვიმებმა რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქის მერი მოსახლეობას სახლიდან გამოსვლისგან თავის შეკავებას სთხოვს. ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქის მთავრობა იძულებული გახდა სერიოზული ზომები მიეღო წყალდიდობის გამო, რომელმაც ქალაქის პარალიზება გამოიწვია. ერთ დღე-ღამეში ქალაქში მთელი დეკემბრისთვის განსაზღვრული ნორმის ნალექი წამოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით რიოს გარეუბნები დააზარალა. დაზიანებული სახლებიდან 2 000 ადამიანია ევაკუირებული, ინფორმაცია მსხვეპლის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, ერთი ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.