loader

ლეიკემიით დაავადებული პატარების წერილები თოვლის ბაბუას და ლელა წურწუმია სტუმრად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლეიკემიით დაავადებული პატარების წერილები თოვლის ბაბუას და ლელა წურწუმია სტუმრად

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თოვლის ბაბუისთვის მიწერილი სურვილები უსრულდებათ. შვიდი წლის მარიამ კალანდაძემ თოვლის ბაბუას წერილი იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან გაუგზავნა - "ძვირფასო თოვლის ბაბუა! ძალიან გთხოვ, ლამაზი კონკიას ფორმა მომიტანე ჯადოსნური ჯოხით, ამ ჯოხს ვთხოვ, გვესტუმროს კონკია, შუა ქალაქის მსახიობები და ლელა წურწუმია მარიამთან ერთად",- წერდა პატარა მარიამი. მომღერლის სტუმრობა თოვლის ბაბუას შვიდი წლის ანა კაკაშვილმაც დააბარა.

მათი სურვილების ნაწილი უკვე შესრულდა - ლელა წურწუმია შვილთან ერთად იაშვილის კლინიკაში მივიდა და პატარა მარიამსა და ანას სხვა საჩუქრებთან ერთად, საკუთარი სიმღერების ალბომიც გადასცა.