loader

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა პროკურატურის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ექსკლუზიური ვიდეომასალა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ვიდეოში ალექსანდრე ნინუა თავად ამბობს, რომ ჩანაწერი 12 დეკემბერს არის გაკეთებული.

ჩანაწერი ალექსანდრე ნინუამ დაპატიმრებამდე გააკეთა. იგი ყვება, თუ როგორ ხდებოდა პროკურატურის მხრიდან მასზე და მის ყოფილ თანამშრომლებზე ზეწოლა მთავრობის ცვლილების შემდეგ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ალექსანდრე ნინუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დღესვე, საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ნინუას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში პროკურატურა უარყოფს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე ალექსანდრე ნინუაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს.

ასევე იხილეთ: ბრალდებულმა ალექსანდრე ნინუამ პატიმრობა თავად მოითხოვა