loader

წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის ჟურნალისტები ზღაპრის გმირებად იქცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის ჟურნალისტები ზღაპრის გმირებად იქცნენ

მედიის წარმომადგენლებს მოდის სახლმა "მარიგოლდმა" ტრადიციულ წინასაახალწლო ფოტოსესიაზე უმასპინძლა. სხვადასხვა კინოფილმის, მულტფილმისა და ზღაპრის გმირის ფორმებში გამოწყობილი ჟურნალისტებისთვის ფოტოსესია ვარდების ბაღში მოეწყო.

მოგვიანებით ფოტოსესიის მონაწილეებმა რესტორანში სადღესასწაულო წვეულებაზე გადაინაცვლეს, სადაც "პალიტრა ტვ"-ისა და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებს წითელქუდასა და ბოშათა ბარონის განსახიერება მოუხდათ. ფოტოსესიის დასასრულ, კარნავალი და სახალისო კონკურსები გაიმართა, რომელში გამარჯვებული ჟურნალისტებიც წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ.