loader

სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემურ მონიტორინგს იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემურ მონიტორინგს იწყებს

სახალხო დამცველის აპარატი ხვალიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემურ მონიტორინგს დაიწყებს. როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, მათი მიზანი ციხეებში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლაა, რომლებიც პატიმრებს აწუხებთ.

"ხვალიდან ვიწყებთ სისტემური მონიტორინგის განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომელშიც ჩვენი თანამშრომლების გარდა, ჩართულნი იქნებიან პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები. საუბარია იმ 40 ექსპერტზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სპეციალური კომისიის მიერ შეირჩა. ჩვენი მიზანია მივიდეთ ყველა დაწესებულებაში და მოვახდინოთ რეაგირება პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ციხეებში არსებობს. ასევე, გავეცნოთ პატიმართა პრობლემებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე განმარტებით, მონიტორინგი განხორციელდება საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, სადაც პატიმართა ცემის, გარდაცვალების შემთხვევები თუ სხვა სახის ინციდენტები დაფიქსირებულა.