loader

"მერაბიშვილი ცდილობს, სააკაშვილი დააშანტაჟოს" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერაბიშვილი ცდილობს, სააკაშვილი დააშანტაჟოს" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა იყოს.

როგორც ბაქოში ვიზიტით მყოფმა პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერაბიშვილის განცხადება არასერიოზულია და ახალი ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით არ მუშაობს. "ამ საქმეში ჩემზე უკეთესი რესპონდენტები ფსიქოლოგები და ფსიქოანალიტიკოსები არიან და ისინი გააკეთებენ კომპეტენტურ კომენტარს", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ღარიბაშვილის ვარაუდით, შეიძლება, მერაბიშვილის განცხადება იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია. მისივე თქმით, მერაბიშვილმა საყურადღებო აქცენტები გააკეთა ზურაბ ჟვანიას ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასთან და სააკაშვილის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით.

იხილეთ: "მთავარი პროკურორი დამემუქრა" - ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე