loader

შსს-მ უკანონო იარაღის შეძენა-შენახვისთვის 23 წლის მამაკაცი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ უკანონო იარაღის შეძენა-შენახვისთვის 23 წლის მამაკაცი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული მურმან ლ. თბილისში, ფოთის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს მეგობრის სარდაფში ინახავდა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული სარდაფის ჩხრეკისას ამოღებულია "კალაშნიკოვის" სისტემის "ა-კა-74" მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სროლისთვის ვარგისია; ასევე, 2 მჭიდი და "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატებისთვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული 19 საბრძოლო ვაზნა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).