loader

"ეს პრიმიტიული პროვოკაციაა" - ღარიბაშვილი მერაბიშვილის განცხადებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს პრიმიტიული პროვოკაციაა" - ღარიბაშვილი მერაბიშვილის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებას "პრიმიტიულ პროვოკაციად" აფასებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ის, ვისაც ელემენტარული ლოგიკური აზროვნება აქვს, მას მარტივად ამოხსნის. პრემიერის თქმით, ამ დროს "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, შეუჩერდეთ უფლებამოსილება მთავარ პროკურორს და სასჯელაღსრულების მინისტრს.

"ჩვენ არ გვაქვს იმის დრო და კომფორტი, რომ მერაბიშვილის თუ სხვა ადამიანების განცხადებებს გამოვეხმაუროთ და მათ განცხადებებზე მინისტრებს და პროკურორებს შევუჩეროთ უფლებამოსილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობას უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი და გაცილებით მეტი საქმე აქვს გასაკეთებელი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ, ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა და მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.

იხილეთ:

"მთავარი პროკურორი დამემუქრა" - ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება

"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, მთავარ პროკურორს და სასჯელაღსრულების მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერდეთ