loader

გურამ დონაძე ჟურნალისტიკას დაუბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ დონაძე ჟურნალისტიკას დაუბრუნდა

გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც მთავარ პროკურატურასთან გაიმართა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე იმყოფებოდა, თუმცა არა აქციის მონაწილის, არამედ ჟურნალისტის ამპლუაში.

როგორც ჩანს, დონაძე, რომელიც წლების მანძილზე შსს-ს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, აქტიურ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა.

გურამ დონაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფებოდა და საქართველოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალის წაყენების შემდეგ დაბრუნდა. იგი სამართალდამცველებმა თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააპატიმრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი 25 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.